უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 იანვარი, 2017 14:00
font-size

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ნიუსრუმი, ახალი ამბები და რასაკვირველია სხვა გადაცემებიც - ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოს წევრებს ნდობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ იგი დაკისრებულ პასუხისმგებლობას ნამდვილად გრძნობს.

როგორც მაღლაფერიძემ დირექტორად არჩევის შემდეგ პირველ არხს სატელეფონო ჩართვის დროს განუცხადა, უკვე ორშაბათიდან დაიწყებს დაძაბულ მუშაობას.

„პირველი გეგმა რაც არის, საზოგადოებრივი მაუწყებელმა უნდა დაიწყოს ბრძოლა, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე მედია ბაზარზე. ჩვენ ვიწყებთ ორშაბათიდან. უნდა ავღწეროთ და ინვენტარიზაცია ჩავატაროთ, თუ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია და დავიწყებთ გძელვადიანი გეგმის გაკეთებას, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ყველა აქტივობა.უნდა დავსახოთ უმოკლესი გზა, თუ როგორ შევძლოთ, რომ ბაზრის ძირითადი მოთამაშეები გავხდეთ. რასაკვირველია, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ნიუსრუმი, ახალი ამბები და რასაკვირველია სხვა გადაცემებიც“,-განაცხადა საზმაუს ახალმა დირექტორმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოირჩევა მაღალი ინტელექტუალური საკადრო რესურსით.

„უბრალოდ მას სჭირდება სწორად ორგანიზება. ჩემი ძირითადი საყრდენი, რასაკვირველია იქნება ადგილობრივი კადრები. რაღაც გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს. ეს ბუნებრივი ამბავია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის გახსნილი იქნება და უნდა იყოს გახსნილი იმ კადრებისთვის, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება. მაგრამ ჩვენი საყრდენი არის არსებული მდგომარეობა“,-აღნიშნა მაღლაფერიძემ.

სკეპტიკოსებზე საუბრისას ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სკეპტიკოსებს იგი საქმით გასცემს პასუხს.

„მხოლოდ ჩვენი თითოეული ნაბიჯი იქნება ამ სკეპტიკოსების პასუხი. არ ვაპირებ სკეპტიკოსებს მჭევრმეტყველებაში გავეჯიბრო“,-აღნიშნა საზოგადოებრვიი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

ვასილ მაღლაფერიძე 2014 წლიდან-2016 წლის აგვისტომდე ტელეკომპანია GDS -ზე , გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო.
2012 წელს იგი ტელეკომპანია მეცხრე არხის დირექტორის მოადგილეს თანამდებობას იკავებდა;
2010-2012 წლებში ელექტრონული ჟურნალი „კალმასობა“-ს მთავარი რედაქტორი იყო;
2008-2009 წლებში ვასილ მაღლაფერიძე სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა;
2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა;
2004-2005 წლებში კი, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო;
იყო გაზეთ „კავკასიონის“ თანადამფუძნებელი.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი