კომენტარი
განგაშის ზარებია შემოსაკრავი - ეკა ბესელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად გარდაცვალების ფაქტებზე
განგაშის ზარებია შემოსაკრავი - ახალი ტიპის სიმპტომები სხვა ტიპის რეაგირების საფუძველს იძლევა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად გარდაცვალების ფაქტებს.
,,ბოლო დღეებია თანმიმდევრობით ვისმენთ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მით უფრო, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ისეთი ნივთიერებების შემოტანას, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში და არის სხვა ტიპის კომბინაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბუნებრივია, ამ მხრივ საჭიროა გამკაცრება რეაგირების თვალსაზრისით. ვმუშაობთ და ინტენსიურად ვართ ჩართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე, რათა შეიცვალოს მიდგომები, მეორე მხრივ, ვხედავთ ასეთ სახიფათო გამოვლინებებს, რასაც სჭირდება რეაგირება და მაქსიმალური პრევენცია,“ - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


