მსოფლიო
განჯაში საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა
აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში 4-სართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში იმყოფება.
საგანგებო სიტუაციათა მინისტრის, კიამალედინ გეიდაროვის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„კინოლოგიური სამსახურის ძაღლების რეაქციის არქონის შემთხვევაში, ნანგრევებისგან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება შენობის შემდგომი ბედის შესახებ“, -განაცხადა მინისტრმა.
იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც სავარაუდოდ, ნანგრევებში მოჰყვნენ, განჯაში ბაქოდან მაშველებისა და კინოლოგთა დამატებითი ჯგუფები ჩაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


