კომენტარი
გამოძიებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სრული სურათი გაშიფრა, ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, ფარცხალაძე არის რუსეთის მოქალაქე, რაც, ართულებს ექსტრადიციის პროცესს - შალვა პაპუაშვილი
მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში, დააკავონ, ფარცხალაძე არის რუსეთის მოქალაქე, რაც, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს, რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად. ვხედავდით, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის დადასტურდა, რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთ არის. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ. ვხედავდით, რომ აღმსრულებლები ვინც იყვნენ დაკავებულები, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. საბოლოოდ, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა. ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, შემსრულებელი, რა იყო მოტივი. მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პირი, ვინც ბრალდებულია, დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება. ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს. მნიშვნელოვანია ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


