უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 ოქტომბერი, 2018 16:35
font-size

გამოძიება უნდა ჩატარდეს საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები „რუსთავი 2“ -ში, ვინ დააშანტაჟეს - კახა კალაძე

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით „კურიერის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

კახა კალაძე მოითხოვს გამოძიებამ გაარკვიოს, როგორც ჩანაწერების შინაარსობრივი მხარე, ასევე ის ფაქტი, თუ რა გზით მოიპოვა "რუსთავი 2"-მა აღნიშნული ჩანაწერები.

„თუ ის კონკრეტული ტელეკომპანია, ამ შემთხვევაში რუსთავი 2, აქვეყნებს ჩანაწერებს, რომელიც არ ვიცით საიდან არის მოპოვებულია, ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. გამოძიება უნდა ჩატარდეს ასევე რა საუბარი არის ჩანაწერებში. გამოძიება უნდა ჩატარდეს აუცილებლად საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ში, ვინ დააშანტაჟეს. და როგორც ინფორმაცია არის და საუბრობენ ამაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით არის დაშანტაჟებული კონკრეტული ადამიანები და ამაზე გამოძიებაა დაწყებული. ანუ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი.

იმ ჩანაწერებში საუბარი რაზეც მიდის, იმაზეც აუცილებლად გამოძიებაა დასაწყები და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვას - შექმნა თუ არა ჩანაწერებმა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, დედაქალაქის მერი კითხვითვე პასუხობს.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, არის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში?“,-განაცხადა კახა კალაძემ.

"კურიერს" წყარომ 2 ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა. ორივე მათგანში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს და "ომეგას" სხვა მენეჯერებს ესაუბრება.

პირველ ჩანაწერში ლევან ყიფიანი სარდაფის ინციდენტს იხსენებს და დეტალურად ჰყვება, როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება მასსა და ფარცხალაძეს შორის, რომელიც მოგვიანებით უკვე მის მიმართ მუქარითა და ძალადობით დასრულდა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, კონფლიქტის გარჩევა თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო.

მეორე ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ფარცხალაძე-ყიფიანის კონფლიქტის მოგვარებაში ივანიშვილთან ერთად სხვა გავლენიანი პირებიც იყვნენ ჩართული. კერძოდ შერიგების მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრია, ასევე დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა".

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი