მსოფლიო
გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, რადგან სახეზეა დანაშაულის ნიშნები - ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი
თბილისის მერობის დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივანე ნორაკიძე ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვისთვის იმყოფებოდა.
როგორც ნორაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამომძიებლებს იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებული მიაწოდა ინოფრმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მისი თქმით, გამომძიებლებთან საუბარი კანონის ფარგლებში წარიმართა, შემდგომ კი ოქმი შედგა.
„ახლა ამ ინფორმაციას გადასცემენ საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა გამოძიება. მიგვაჩნია, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, რადგან სახეზეა სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები“,- განაცხადა ნორაკიძემ.
ივანე ნორაკიძე გამოკითხვაზე მისი საჩივრის საფუძველზე დაიბარეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ცესკო-ში წარსადგენ მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ.
ამავე ვიდეოს მიხედვით, ხელმოწერების შეგროვებაში ელისაშვილის გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ წვერები ეხმარებოდნენ.
ნორაკიძემ კი კადრების კომენტირებისას განაცხადა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს ამომრჩევლის მოტყუების და მისი ნების გამოვლინებაში ხელის შეშლის მუხლით.
მისივე თქმით, ამ ვიდეო მასალით ადვილად შესაძლებელია კონკრეტულ პირთა დადგენა, რომლებიც თითქოს ელისაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


