კომენტარი
გამიმყარდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საერთოდ ციანიდი არც ჰქონდა ნაყიდი - მეუფე დიმიტრი
მე გამიმყარდა საერთოდ ეჭვები იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საერთოდ ციანიდი არც ჰქონდა ნაყიდი, - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი მოსაზრებით, პროკურატურას, რომ დეკანოზის მიერ ციანიდის შეძენის დამადასტურებელი ფაქტები ჰქონოდა, აჩვენებდა საზოგადეობას.
,,მათ, რომ ეს ფაქტები ჰქონოდა, ამას არ დამალავდნენ. მე მათ არაერთხელ შევახსენე, რომ ეს ფაქტები საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, იმიტომ, რომ უამრავი დეტალი გაქვთ გადაღებული. ათეულობით საათის ჩანაწერი არის ირაკლი მამალაძისგან, ჯერ თავიდან მოყვარულის დონეზე და შემდეგ უკვე პროფესიონალურ დონეზე, იმიტომ, რომ შემდეგ უკევ პროკურატურა ჩაერთო. ფაქტობრივად, ეს ფაქტები, ვერ წარმოაჩინეს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
ამასთან, მეუფე გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.
„მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რადგან მამალაძისა და პატრიარქის ურთიერთობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ვხედავდი, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა პატრიარქი. გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული თუ რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია. თუმცა, აქ უკვე მძიმე დღეში ვარ, რადგან ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებდა ციანიდს და ვიღაცაზე საუბრობს“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


