კონფლიქტის ზონა
გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.
„გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა - პირიქით, დავიცავით ჯამში 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!“ - ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.
გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა, ვახტან გომელაური, ალეკო ტაბატაძე, კახი კახიშვილი, ალექსანდრე ლომიძე და მაია ცქიტიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
24 თებერვალი, 2026 , 17:00
9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
11 თებერვალი, 2026 , 09:59
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 19:58
სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
20 იანვარი, 2026 , 16:35
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
31 დეკემბერი, 2025 , 16:05
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
24 დეკემბერი, 2025 , 17:07


