კომენტარი
გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს - ირაკლი კობახიძე
გახარიას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა, მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი.
„კონკრეტულ საქმეებზე პატიმრობას სჭირდება არა ერთი და ორი თვე - მეტი. არ ვიცი ამ კაცს რა შიშები აქვს, ფაქტია, რომ გაქცეულია. როგორც იურისტი, ვამბობ ამას - მას ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე, არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მერე როგორ წავა ეს საქმე, ამას მე ვერ ვიტყვი. ეს არის პროკურატურის და შემდეგ, სასამართლოს გადასაწყვეტი. მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი, მაგრამ მას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა. თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას ქვეყნიდან არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენებს - არის მკაფიო განცხადება გაკეთებული - როგორც კი იტყვიან, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მიმართავენ განცხადებით პრეზიდენტს, მაშინვე ყველა იქნება შეწყალებული“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


