უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 აპრილი, 2017 12:45
font-size

გაკეთდა არჩევანი, გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა - სოზარ სუბარი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„როცა ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე, რაღაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ. გაკეთდა არჩევანი, რომ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკა ნიშნავს ამ მოდელში სრულად ჩაჯდომას. ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ ეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ არის მიმართული და თითქოს ვიღაცას ეშინია მარგველაშვილის, რომ არ ეთქვათ, რომ რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენ ვნიშნავთ პრეზიდენტს, კი ბატონო, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება, მაგრამ შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით და თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020-ში, 2023 წელს იმ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ პროცესს ემიჯნება. ჩვენ მივიღეთ ოპოზიციისა და ექსპერტების შემოთავაზება, 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ, რომელსაც თვითმმართველობები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და პარლამენტი ერთად ირჩევენ, მაგრამ ამაზეც არ მოდიან. მაშინ ბარემ გავასწოროთ და გავაკეთოთ ისეთი მოდელი, როგორიც არის საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი მაჟორიტარული სისტემის ცვლილების საკითხსაც გამოეხმაურა.

„მე ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ სისტემას და რის გამოც დათმობაზე მივდივართ ეს არის ჩვენი გუნდის გარკვეული ნაწილის პოზიცია, ბევრი უჭერს ჩვენთან მხარს პროპორციულ არჩევნებს და პლიუს ოპოზიციის მუდმივი მოთხოვნა. მე როგორც ერთი-ერთი ისტორიული კუთხის შვილს, მიმაჩნია რომ კარგი იქნება ყველა კუთხეს და მათ შორის ჩემს სვანეთსაც ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, თავისი ხმა პარლამენტში. ამ მხრივ, ასევე არ მომწონს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ხმებს დაახლოებით თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა ლაპარაკია მაგალითად ტრადიციულ კუთხეებზე და განსაკუთრებით მთის რეგიონებზე, სადაც ნაკლები მოსახლეობაა იქ განსხვავებული წესი უნდა იყოს და ასეთ რაიონებს უნდა ჰყავდეთ თავისი მაჟორიტარები პარლამენტში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვეთანხმები იმ მოდელს, რომელზეც ახლა ჩვენ გადავდივართ, მაგრამ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ოპოზიცია აქაც ქმნის პრობლემას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი