მსოფლიო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციაში 31 საჩივარია შესული, საიდანაც ერთი უკვე დადასტურდა, 14 საქმეზე კი, გამოძიება დაიწყო.
მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ედავებიან.
ჯამში სექსუალურ ძალადობაში 38 მამაკაცია ეჭვიმატინილი, დაზარალებულთა შორის კი არიან 36 ქალი და 19 მოზარდი.
ძირითადად კი, ეს ორგანიზაციის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ სუდანში, კონგოსა და განაში დევნილების საკითხებზე მუშაობენ.
Associated Press-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბოლო 12 წლის განმავლობაში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის წევრების მხრიდან გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის 12 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


