კომენტარი
გადმოიხედეთ და იქნებ ერთხელაც 41 ნომრის მაგივრად, 5 ნომერი შეგრჩეთ ხელში - ნინო ჯღარკავა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ნინო ჯღარკავა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
მისი თქმით, დღევანდელ პარლამენტში „ქართული ოცნების“ სახელით ისეთი ადამიანები არიან შესული, რომლებიც თავად მას (ბიძინა ივანიშვილს) ებრძოდნენ 2012 წელს.
„ბატონო ბიძინა, ერთი ცალი თვალით გადმოიხედეთ და კარგად დაინახავთ ვინ არიან დღეს პარლამენტში, რა ხალხი მოვიდა თქვენს გაკვალულ გზაზე, გადმოიხედეთ და წვრილად მოგიყვებით ერთი დეპუტატის ამბავს, ემისრებს როგორ აგზავნიდა 250 000 დოლარის სანაცვლოდ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე, ღარიბაშვილთან მიმეგზავნეთო, მისი შუამავალი იხვეწებოდა, ფეხი არ ჩაუვიდა იქ და დღეს თავად განაგებენ ახალ ოცნებას, გადმოიხედეთ და წვრილად მოგიყვებით, თქვენ რომ გებრძოდა ის ხალხი როგორ შემოგვაპარეს ნელ-ნელა და ჩვენ უმცირესობაში როგორ დავრჩით, გადმოიხედეთ და მოგიყვებით, როგორ უთხრიან ძირს ერთმანეთს გუნდის წევრები, გადმოიხედეთ და იქნებ ერთხელაც 41 ნომრის მაგივრად, 5 ნომერი შეგრჩეთ ხელში. დღეს ასეა საქმე, 4 პლიუს 1, ოღონდ მინუს სააკაშვილი! სხვა ყველა ადგილზეა, ოცნების ახლანდელ წევრებს რომ კითხო სად იყვნენ 2012 წელს, თამამად გიპასუხებენ პარტიზანულად ვიბრძოდითო, საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე წარმოგიდგენიათ, მგონი ოცნებას ყავლი გაუვიდა! ერთადერთი პატიოსანი კაცი, ვისაც თქვენთვის და ხალხისთვის არ უღალატია ირაკლი ღარიბაშვილია! დაგვიბრუნეთ ხალხს, ხალხის რჩეული! ვიცი რომ ამ წერილს აუცილებლად წაიკითხავთ, ისიც ვიცი, რომ ჩვენ არ მიგვატოვებთ!“ წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


