კომენტარი
გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება - კახა კალაძე
კახა კალაძე საგამოძიებო სამსახურის მიერ კორუფციის ბრალდებით საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომლის დაკავებას დედაქალაქის მთავრობის სახდომაზე გამოეხმაურა.
„რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით. ჩვენ, როდესაც ვიწყებდით მუშაობას, პირველივე მთავრობის სხდომაზე ამაზე გავამახვილე ყურადღება და ყველა გავაფრთხილე, რომ მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ და ვებრძოლოთ კორუფციას.
კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ასეთი საქმეები. ერთი იცოდეს ყველამ, რომ არავის არ ეპატიება გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა.
გთხოვთ ყველას, მოგიწოდებთ, რომ თქვენი თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთ ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს, ვემსახურებით თბილისელებს. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ყველამ უნდა გაითავისოს. თუ ვინმეს რაიმე უჭირს, დახმარება სჭირდება, მზად ვართ, რომ ჩვენ თანამშრომლებს ხელი შევუწყოთ. უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენ თანაშრომლებსაც, ვისაც უჭირთ და პრობლემები აქვთ, ექნებათ ხელშეწყობა და თანადგომა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კანონის გადახვევის გზით, ქრთამის აღებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის პრინციპულები ვიქნებით ასეთი დანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


