კომენტარი
გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება - ირაკლი კობახიძე
გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას კი, თავისუფლება. 2012 წლიდან მედიას თავისუფალი გახდა და ეს პრინციპი ზედმიწევნით იქნება დაცული“, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “იბერია”-ს განცხადებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მისი განცხადებით, მედიის თავისუფლების ერთ-ერთი გარანტი – “ქართული ოცნებაა”.
„ჩემი პასუხი მარტივია. გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთისა და მეორის გარანტი საქართველოში არის „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვმოქმედებთ. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვმუშაობთ ამ პრინციპით. მედია თავისუფალი გახდა 2012 წლიდან და ეს პრინციპი ზედმიწევნით იქნება დაცული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძის განცხადებით, ვარაუდი ან ჭორია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, იყო შეთავაზება ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე, თუმცა ტელევიზიის დათმობის სანაცვლოდ.
„ეს არის გარკვეული ვარაუდი ან ჭორი, რომელზეც მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პრინციპი არის განმსაზღვრელი და ვმოქმედებთ ამ პრინციპის შესაბამისად“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
ტელეკომპანია „იბერიამ“ გიშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


