მსოფლიო
გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიანებით უმძიმეს შედეგებს მიიღებთ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას" უგზავნის და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„„შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამარჯობას და ნახვამდის – არჩევანი თქვენზეა. გამოუშვით ყველა მძევალი ახლა, დაუყოვნებლივ, და დაუბრუნეთ ყველა მოკლულის ცხედარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი თქვენთვის დასრულებულია. მხოლოდ ავადმყოფი და ბოროტი ადამიანები ინახავენ სხეულებს, და თქვენ სწორედ ასეთები ხართ! მე ისრაელს ვუგზავნი ყველაფერს, რაც სჭირდება ამ საქმის დასასრულებლად – არც ერთი „ჰამასის“ წევრი არ იქნება უსაფრთხოდ, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით. ახლახან შევხვდი თქვენს ყოფილ მძევლებს, რომელთა სიცოცხლეც გაანადგურეთ. ეს თქვენი ბოლო გაფრთხილებაა! ხელმძღვანელობას: ახლა გაქვთ შანსი, დატოვოთ ღაზა, სანამ დროა.
ასევე, ღაზის მოსახლეობას: თქვენ წინ ნათელი მომავალია, მაგრამ არა მაშინ, თუ მძევლებს შეინარჩუნებთ. თუ ასე მოიქცევით, თქვენ მკვდრები ხართ! მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიანებით უმძიმეს შედეგებს მიიღებთ!” - წერს დონალდ ტრამპი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


