კომენტარი
ფუნდამენტური იქნება ანალიზი, თუ რაში დაიხარჯება ის თანხები, რომელიც არის ახლა გამონთავისუფლებული - სერგი კაპანაძე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი სამინისტროებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირებას მიესალმება.
ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოხდეს ფუნდამენტური ანალიზი იმისა, თუ რაში დაიხარჯება აღნიშნული შემცირებების შედეგად გამონთავისუფლებული თანხები.
„ევროპული საქართველოსთვის“ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის და ამას ჩვენ ხშირად ვაცხადებდით, რომ მომხდარიყო სამინისტროების შემცირება და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა. ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
თუმცა, ფუნდამენტური იქნება იმის ანალიზი, თუ რაში დაიხარჯება ის თანხები, რომელიც არის ახლა, ერთი შეხედვით, გამონთავისუფლებული. თუ ეს თანხები დაიხარჯება ახალი სტრუქტურების დაფინანსებაში, რომლის მსგავსი პრემიერმა დაანონსა და რომელიც ბატონ მღებრიშვილს შეუქმნეს, ან დაიხარჯება პრემიების და დანამატების კუთხით - მაშინ არანაირი აზრი ამ შემცირებას არ ექნება.
ამიტომ ფუნდამენტურია, რომ ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდეს და წავიდეს სწორი მიმართულებით. ეს არის სოციალური მიმართულება, გადასახადების შემცირება და ეკონომიკური ზრდა“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


