მსოფლიო
ფხენიანი ბირთვულ პოტენციალს გაზრდის - განცხადება
ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პოტენციალს იმ ზეწოლის მიხედვით გაზრდის, რომელიც ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხრიდან წამოვა.
ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, - წერს РИА Новости.
„რაც უფრო მეტად მოახდენენ უპრეცედენტო ზეწოლას ამერიკა და სხვა მტრული ძალები, მით უფრო გაიზრდება ზიზღი და შეშფოთება ჩვენი არმიისა და ხალხის მხრიდან. მაშინ კი, უფრო ფორსირებული იქნება ზომები ბირთვული სიძლიერისთვის, რათა აგრესია და ბოროტება იქნას აღმოფხვრილი“,- ნათქვამია განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „ჩრდილოეთ კორეის მიმართ ამერიკისა და მათი ვასალების სანქციები და ზეწოლა ზღვარს გადავიდა“.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის 15 პარტიული და სამთავრობო ორგანო, ასევე 73 კომპანია და 90 ფიზიკური პირი სანქციათა სიაშია შეყვანილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


