კომენტარი
ფინანსთა სამინისტროს მიზანია კლანისთვის მიიტაცოს ტელეკომპანია ,,იბერია“ და ,,ომეგა ჯგუფის“ ხელთ არსებული ქონება - ლუბა ელიაშვილი
,,იბერიას“ ტელეწამყვანი ლუბა ელიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
,,გამგები გაიგებს,როგორც დავით ყიფიანის ჩანაწერიდანაც გამოჩნდა,რომ ფინანსთა მინისტრის გულისამაჩუყებელი მონოლოგი, იმის შესახებ, რომ იგი ბიუჟეტის შეუვსებლობას განიცდის და ამ მიზეზით ებრძვის იბერიას და ომეგა ჯგუფს, მტკნარი სიცრუეა. რეალურად, კი ფინანსთა სამინისტრო ომეგა ჯგუფის კუთვნილ საწარმოს არ აძლევს საშუალებას, რომ ამუშავდეს და ამ წლის ბოლომდე დარჩენილ 3 თვეში 10 მილიონით გაამდიდროს საქართველოს ბიუჯტი, შესაბამისად, ცხადია, რომ მას სულ არ ადარდებს ქართველი პენსიონერების პედაგოგების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე მოქალაქეთა ბედი. მისი მიზანი ბიუჯეტის შევსება კი არაა, არამედ ისაა, რომ საკუთარ კლანს, ანუ ბანდას ჩაუგდოს ხელში, კლანისთვის მიიტაცოს ტელეკომპანია ,,იბერია“ და ,,ომეგა ჯგუფის“ ხელთ არსებული ქონება, საჩუქრად მიართვას იმ კლანს და ბანდას, ვისი გავლენითაც, მას "ხელები აქვს შეკრული" და არ შეუძლია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ქმედება, როგორც თავადვე განუცხადა იბერიის ბრიტანელ ინვესტორს დევიდ ჰისის.
როგორც ჩანს, ფინანსთა მინისტრი მხოლოდ კლანურ-მაფიოზურიი ინტერესის გამტარებლად დაინიშნა კლანის მიერ და სახელმწიფო ინტერესს აზარალებს, როდესაც იმის მაგივრად, რომ დემოკრატიულ სამყაროში დამკვიდრებული წესისამებრ, ,,ომეგა ჯგუფის“ კანონიერი მოთხოვნა გაითვალისწინოს, შეაფასოს ადგილობრივი ბიზნესის მნიშვნელობა ქვეყნისათვის, მისცეს ბიზნესს მუშაობის საშუალება და წლის ბოლომდე 10 მილიონის ბიუჯეტში, შემდგომში კი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ,ასევე სოლიდური შენატანებით მუდმივი შევსების უფლება.
გამოგონილი მიზეზით ეს ჩინოვნიკები ცდილობენ მოახრჩონ ბიზნესი და გააჩერონ ტელევიზია. მათი მიზანია, ამ ქვეყნად მხოლოდ ის ერთი კლანი დარჩეს წელგამართული, რომლებსაც თავად წარმოადგენენ და სხვა ყველა დაგვიმონონ. არ გამოუვათ საქართველო თავისუფლებისა და სამართლიანობის მოყვარული ხალხის ქვეყანაა და არ მისცემს მასზე ბატონობის უფლებას ხელისუფლებაზე მომსხდარ ბანდას.
ვსვამ შეკითხვას. რა ურჩევნია საზოგადოებას-ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი სამ თვეში 10 მილიონით შეივსოს და ადგილობრივი ბიზნესი განვითარდეს თუ 1500 ადამიანი დარჩეს უმუშევარი და იბერიის ჩინოვნიკების მიერ მიტაცების გამო, ჩაიხშოს კიდევ ერთი თავისუფალი სიტყვის წყარო და დამოუკიდებელი ტელეკომპანია იბერიის ეთერიდან ვეღარ გაიგონონ სიმართლე, ანუ ის კრიტიკული აზრი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა აღზევებულებს აღიზიანებთ????!!!!!“ - წერს ლუბა ელიაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


