კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზაზა ოქუაშვილთან სამინისტროში გამართულ შეხვედრას არ ადასტურებს
"ომეგა ჯგუფის" საქმეზე ფინანსთა სამინისტროში საღამოს გამართული შეხვედრის თაობაზე მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ინფორმაციას არ ფლობს.
კაკაურიძის განცხადებით, ის არ არის ვალდებული კონკრეტული კომპანიის ტრანზაქციებსა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაზე ფლობდეს ინფორმაციას.
მინისტრის მოადგილე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ,,ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელი, ზაზა ოქუაშვილი ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს შეხვდა.
„შემოსავლების სამსახურში რომელი კომპანია რას ითხოვს და რა დავალიანება აქვთ, დეტალური ინფორმაციის ცოდნის უფლება არ მაქვს ელემენტარულად. რაც შეეხება ზოგადად გაჟღერებულ ინფორმაციას, მე რაც ვიცი და მგონი, მედიით გაჟღერებულია ეს ინფორმაცია, რომ აქვს საკმაოდ დიდი დავალიანება. დაახლოებით, ერთი თვის წინ დავალიანების ნაწილი იმ ოდენობის, რა ოდენობისაც მარკები გაიტანა, ეს თანხა გადაიხადა, რაც გადაიხადა იმ ოდენობის მარკები გაიტანა, თუ კიდევ გადაიხდის და კიდევ გაიტანს, თუ ვერ გადაიხდის ვერ გაიტანს. ეს არის კონკრეტული კომპანიის და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება. ამაში მე, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ ჩავერევი და არ მაქვს უბრალოდ ჩარევის უფლება.
კომპანიის მიერ შესაბამისი გრაფიკი უნდა წარდგეს, რომელიც იქნება მისაღები სამინისტროსთვის, რომელიც იქნება მისაღები ბიუჯეტისთვის. გამორიცხულია, რომ რესტრუქტურიზაცია მოხდეს იმ პირობებში თუ 50 მილიონიდან ერთი მილიონის დაფარვას აპირებს წლის განმავლობაში, ეს არის უბრალოდ არასწორი ინფორმაციის მიწოდება და შეიძლება ითქვას, ცინიკური დამოკიდებულება საკითხის მიმართ,“-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


