მსოფლიო
ფეისბუკის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებულ სკანდალში გახვეული Cambridge Analytica იხურება
ანალიტიკური კომპანია Cambridge Analytica, რომელიც სკანდალში გაეხვა ფეისბუკის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების სავარაუდო გამოყენების გამო, იხურება. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მონაცემებს დიდ ბრიტანეთში დაარსებული კომპანია იყენებდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ბრექსიტზე გავლენის მოსახდენად.
თვითონ კომპანიაში ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მედიაგაშუქებამ ზიანი მიაყენა მათ ბიზნესსაქმიანობას და ყველა კლიენტი და დონორი დააკარგვინა. Cambridge Analytica-ში აცხადებენ, რომ უშედეგოდ ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ მათი საქმიანობის მეთოდები არა მარტო ლეგალური, არამედ ფართოდ მიღებულია ონლაინ რეკლამირებაში როგორც პოლიტიკურ, ისე სარეკლამო სფეროში, ხოლო კომპანიის თანამშრომლები ეთიკურად და კანონიერად მოქმედებდნენ.
Cambridge Analytica-ის მიერ ფეისბუკის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპოვება დაადასტურა Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა. ამის შესახებ მან ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე განაცხადა და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


