კომენტარი
ფარცხალაძემ მითხრა, ოცნების ცისარტყელის გასახსნელად საჭიროა 4 მილიონიო - ზაზა ოქუაშვილი
,,ომეგა ჯგუფის “დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან პირველ შეხვედრას იხსენებს.
როგორც ოქუაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში ,,აქცენტები" ლონდონიდან ჩართვისას განაცხადა, შეხვედრის დროს ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ისევვე როგორც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ მისი თანხმლები პირები, რომლებიც ოქუაშვილის ინფორმაციით, ამავდროულად შეიარაღებულებიც იყვნენ.
ზაზა ოქუაშვილი იხსენებს, რომ სწირედ ამ შეხვედრაზე ოთარ ფარცხალაძემ მას მოსთხოვა 4 მილიონი ლარი.ბიზნესმენის თქმით, მან ფარცხალაძეს უთხრა, რომ მოლაპარაკებებს თავად ივანიშვილთან აწარმოებდა, თუმცა მიღო პასუხი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორიც მისი სახელით საუბრობდა.
„მე ვუთხარი რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან ვსაუბრობ და უხერხულად არ გამოგივიდესთქო. მე ვუთხარი მე ბიძინას ვესაუბრები, ვუთხარი, რომ დაეჭირა მხარი როგორც სამართლიანობაში, ასევე თავისუფალ ბიზნესში. მან მითხრა რომ ამისთვის საჭიროა 4 მილიონი. აბა მე ვისგან მოვდივარ, მე შენთან მოვიდოდიო? ეს არის ბიძინა, ეს არის უჩა მე მათგან მოვდივარო და ის ოცნების ცისარტყელა, რომელიც იხსნება ამისთვის საჭიროა 4 მილიონიო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური პასუხი გასცა ფარცხალაძეს და არ დაუზუსტებია აპირებდა თუ არა ამ თანხის გადახდას.
მისივე თქმით, ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ლევან ყიფიანი, რომელიც პერმანენტულად აშინებდა კომპანიის ხელმძღვანელობას.
„ამ დაშინების მიზანი იყო რომ მე ეს 4 მილიონი მიმეტანა,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
მისი თქმით, მან ყიფიანს უთხრა, რომ დაელაგებინა ეს სიტუაცია, თუმცა ლევან ყიფიანი წავიდა კვირიკაშვილთან და შემდეგ დაბრუნდა ოთარ ფარცხალაძესთან, ივანიშვილთან მისვლის ნაცვლად.
„გაარჩიეს კვირიკაშვილთან, კვირიკაშვილი ძალიან პატარა კაცი გამოდგა. შემდეგ ივანიშვილმა უთხრა ლევანს, კვირიკაშვილი მოვიდა და ტიროდაო, ჩემი უფროსი ხომ არ გეგონაო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


