კომენტარი
ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ფარცხალაძე დღეს რუხი კარდინალია ქვეყანაში, სიტყვა ვერ დაძრა მის საწინააღმდეგოდ - ზაალ უდუმაშვილი ივანიშვილზე
ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზაალ უდუმაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება.
უდუმაშვილის შეფასებით, ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობა ინტერვიუს დროს ყოფილმა პრემიერმა დაადასტურა.
,,დაადასტურა, რომ ოთარ ფარცხალაძემ სცემა ლევან ყიფიანი, დაადასტურა, რომ ფარცხალაძესთან მას აქვს ურთიერთობა. ფაქტობრივად ისიც დაადასტურა, რომ ფარცხალაძე დღეს რუხი კარდინალი არის ქვეყანაში, იმიტომ, რომ სიტყვა ვერ დაძრა მის საწინააღმდეგოდ.
ასევე, მირზა სუბელიანზე დაადასტურა, რომ ის ჩანაწერები, რომელიც გაკეთებულია ციხეში, ნამდვილია, ავთენტურია და პროკურატურასაც აქვს ეს ჩანაწერები და მასზე აპელირებდა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


