მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „ჩაკრულო` შესრულდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა.
მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე სხდომათა დარბაზში ქართული ფოლკლორული სიმღერა აჟღერდება, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.
საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში ანსამბლი „რუსთავი“ „ჩაკრულოს“ შეასრულებს. საქართველოს პრემიერი ევროსაბჭოს წინაშე ამ სიმღერის დასრულების შემდეგ გამოვა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს მოხსენებისთვის 20 წუთი ექნება. შემდგომი 40 წუთი კი, განკუთვნილი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ევროპულ გზაზე მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ევროპელ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხოს.
მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა სიმბოლურად საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


