კომენტარი
ევროპარლამენტში ჩვენს მიმართ მხოლოდ ერთი კითხვა იყო - სოზარ სუბარი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის წევრებს მხოლოდ ერთი კითხვა აქვთ, თუ როდის დაამთავრებს ქართული მხარე საქმის გამოძიებას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გამოძიებას ყოველგვარი მოწოდებების გარეშეც აწარმოებს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მუხთარლის მიმართ თუ დევნა იყო მეზობელ ქვეყანაში, ან თუ ის რაიმე საფრთხეს გრძნობდა, მას შეეძლო მოემართა კონკრეტულად ჩვენი სამინისტროსთვის, რომ მიეღო თავშესაფარი. ან საქართველოში, თბილისში არის ამიერკავკასიის ოფისი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და მიემართა მათთვის.
ევროპარლამენტში იყო განხილვა. ევროპარლამენტში იყო სხვა თემის განხილვა, რომელიც შეეხება აზერბაიჯანს. აფგან მუხთარლის საქმე იყო ერთი მცირე ნაწილი იმ დიდი თემის და საქართველოსთან მიმართებაში არის ერთადერთი კითხვა, რომ როდის დაამთავრებს საქართველო გამოძიებას. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველგვარი მოწოდებების გარეშე“,-აღნიშნა მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


