მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები თავის საელჩოებს იერუსალიმში არ გადაიტანენ - ფედერიკა მოგერინი
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის წევრი-ქვეყნები არ გადაიტანენ თავის საელჩოებს იერუსალიმში.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის წევრთა უმეტესობა აღიარებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და იქ გადაიტანს თავის საელჩოებს აშშ-ის მსგავსად.
„მინისტრებთან და პრემიერ-მინისტრებთან რიგი მოლაპარაკებების შემდეგ შემიძლია შემდეგის თქმა. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ რამდენჯერმა გამოთქვა იმედი, რომ სხვები გაიმეორებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმში საელჩოების გადატანის შესახებ. შეიძლება, სხვებისგან დაელოდოს, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ეს არ მოხდება“, - უთხრა მოგერინიმ ჟურნალისტებს.
წინა კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


