უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 აპრილი, 2018 16:00
font-size

ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს - ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, გაერთიანება რუსეთთან ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს გადახედავს.

„ჩვენ ასევე მოლაპარაკებებს გავმართავთ რუსეთზე, კერძოდ კი გადავხედავთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ხუთ მთავარ პრინციპს. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტს დღის ბოლოს გეტყვით“,-თქვა დიპლომატმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

აღნიშნული პრინციპები ევროკავშირმა 2016 წლის მარტში შეათანხმა. ესენია: მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელება; უფრო მჭიდრო კავშირები რუსეთის პოსტსაბჭოთა მეზობლებთან; რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ევროკავშირის წინააღმდეგობის გაძლიერება; რუსეთთან შერჩევითი ურთიერთობა ზოგიერთ საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერა.

მოგერინიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, განახლდეს გაერო-ს ხელმძღვანელობით პოლიტიკური მოლაპარაკებები სირიის კრიზისის დარეგულირებაზე.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი შემაჯამებელ განცხადებას მიიღებს სირიაზე, სადაც იქნება ასახული გაერთიანების წევრთა ერთობლივი პოზიცია, განსაკუთრებით კი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. მოგერინიმ დაამატა, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილია კონფერენცია სირიის საკითხზე.

„დღეს მთავარი განსახილველი საკითხი სირია იქნება. ევროკავშირის საბჭო მიიღებს შემაჯამებელ განცხადებას. ჩვენ დავადასტურებთ ერთობლივ პოზიციას, რომელიც წინა დღეებში 28 წევრის სახელით გამოვაქვეყნე, განსაკუთრებით კი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენს რეაქციაზე. ჩვენ ვიმუშავებთ ბრიუსელში მომავალ კვირას დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებლად. ეს იქნება შესაძლებლობა, განვაახლოთ გაერო-ს ხელმძღვანელობით პოლიტიკური პროცესი. მქონდა შესაძლებლობა, გუშინ განმეხილა ეს საკითხი გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელ დე მისტურასთან და არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში, სადაც მე არაბთა ლიგის სამიტის გახსნაზე მიმიწვიეს.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ გაერო-ს ხელმძღვანელობით პოლიტიკური პროცესის განახლებას ბიძგი მიეცეს. მომავალ კვირაში ჩვენ ვუმასპინძლებთ 70-ზე მეტ დელეგაციას, რომლებიც გაერო-სა და ევროკავშირის თავმჯდომარეობით კონფერენციას დაესწრებიან. კონფერენცია ჰუმანიტარული საკითხების გარდა მიმართული იქნება სირიის შინაარსიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების განახლების გზების ძიებაზე. ჩვენ მუდამ ვაწყდებით წინააღმდეგობას სირიის რეჟიმის მხრიდან ჟენევაში შინაარსიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდეთ რუსეთსა და ირანს, განახორციელონ ზეწოლა დამასკოზე, ჟენევაში გაერო-ს ხელმძღვანელობით სერიოზული დისკუსიის დასაწყებად. როგორც იცით, ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, დავიწყოთ სირიის რეკონსტრუქციის დაფინანსების დაგეგმვა, რასაც სჭირდება უზარმაზარი რესურსები. თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება მოლაპარაკებების მყარი პროცესი ჟენევაში. სირიაში მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ხალხი იტანჯება და იღუპება. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ეს შეაჩეროს“, – განაცხადა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მინისტრები ირანის საკითხსაც განიხილავენ. მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირიs მხრიდან ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებისადმი სრული მხარდაჭერა.

მინისტერიალზე ასევე იმსჯელებენ დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის თემაზე.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი