უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 ოქტომბერი, 2025 17:02
font-size

ეუთოს თავმჯდომარის მიმართ ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს - სანდრო ბარამიძე

"ელინა ვალტონენისთვის ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმას, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე, ეუთო-ს თავმჯდომარისთვის დაკისრებული ჯარიმას.

როგორც ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, ვენის კონვენციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი უცხო ქვეყნის დიპლომატებს იმუნიტეტს ანიჭებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში.

მისი განმარტებით, "ოცნებას" არ გააჩნია რაიმე საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტი, რომ მას ეუთოს თავმჯდომარეს ეს ჯარიმა გადაახდევინოს.

“დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი უცხო ქვეყნის დიპლომატებს, მით უმეტეს, საგარეო საქმეთა მინისტრებს სრულ იმუნიტეტს ანიჭებს სისხლის სამართლის საქმეებში.

სხვა სიტყვებით, დიპლომატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მასპინძელ სახელმწიფოში არ შეიძლება. იგივე მუხლი უცხო ქვეყნის დიპლომატებს იმუნიტეტს ანიჭებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებშიც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან ან ოფიციალური ფუნქციების გარეთ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სარჩელებს.

რადგან ზემოთ აღნიშნულ გამონაკლისებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და, ამასთანავე, ეუთოს თავმჯდომარის შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, მის მიმართ ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმასაც, კობახიძეს რომ დავესესხო, ჩალის ფასი აქვს. მინისტრი ამ ჯარიმას არ გადაიხდის და საქართველოში მოქმედ რეჟიმსაც არ გააჩნია რაიმე საერთაშორისოსამართლებრივი ბერკეტი, რომ მას ეს გადაახდევინოს.

იცოდნენ ქოცებმა ეს? არ ვიცი, შეიძლება იცოდნენ, შეიძლება არც იცოდნენ, რადგან ბევრ მათგანს უბრალოდ განათლების პრობლემა აქვს.

ქოცებს ძალიან უყვართ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითება, რომლის თანახმად, იმუნიტეტებით მოსარგებლე პირებს აქვთ ვალდებულება პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს და არ ჩაერიონ სახელმწიფოს შიდა საქმეებში. შესაბამისად, ისინი მუდმივად აპელირებენ ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან „საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე“.

მაგრამ აქაც ადგილი აქვს საერთაშორისო სამართლის სიღრმეების უცოდინრობას. როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, მათ დარღვევებზე მითითება და ამ დარღვევების აღმოფხვრისკენ მოწოდება სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად არ ითვლება გაეროს წესდებიდან და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი გლობალური და რეგიონალური კონვენციებიდან გამომდინარე.

სახელმწიფოები, მათ შორის, საქართველო შებოჭილები არიან ამ კონვენციებით და სხვა ხელშემკვრელ მხარეებს არა მხოლოდ უფლება აქვთ შეახსენონ რეჟიმს ამ ვალდებულებების შესახებ, არამედ ეს მათი ვალიცაა", - წერს ბარამიძე.

ცნობისთის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დაჯარიმდა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი