კომენტარი
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიუკერძოებელი თუ იქნებოდა, დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა - გიორგი ჩაკვეტაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მისვლას რადიკალიზმის წახალისებად აფასებს.
ჩაკვეტაძის თქმით, მიუკერძოებლობის შემთხვევაში, ვალტონენი დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა.
„ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი მიუკერძოებელი თუ იქნებოდა, ის რევანშისტების მიერ დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ საპროტესტო აქციებს დაგმობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოჩენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიძლება, რადიკალიზმის წახალისებად იქნას აღქმული“, – წერს ჩაკვეტაძე X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეუთოს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


