კომენტარი
ე.წ. ციანიდის საქმის გამო შექმნილ უწესრიგობაზე პასუხი ხელისუფლებამ და პირველ რიგში პროკურატურამ უნდა აგონ - დავით ბაქრაძე
მთელ ამ უწესრიგობაზე რომელიც ე.წ.ციანიდის საქმეზე ხელისუფლებამ და პირველ რიგში, პროკურატურამ შექმნეს, პოლიტიკური პასუხი უნდა აგონ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, ძალიან რთულია საქმის დეტალებზე საუბარი, რადგან საქმე იმდენად არეული, აბსურდული და გაუგებარია, რომ ჩამოყალიბებული შეფასების გაკეთება ძალიან ძნელია.
“ყველა ვხედავთ, ამ დღეების განმავლობაში იმ დაპირისპირებას, რომელიც საპატრიარქოშია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, იმ ქმედებებით, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, რომ გვსურს სიტუაცია დამშვიდდეს და საპატრიარქოში დარჩეს ერთიანი, ჰარმონიული და შეთანხმებული პოზიცია. მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვისმა განცხადებებმაც და ნაბიჯებმაც მთელი ეს ვითარება შექმნა. მთავარ პროკურორთან ერთად პასუხი უნდა აგოს მთლიანად ხელისუფლებამ, რადგან მთელი ეს სრული უწესრიგობა და უკაცრავად, მაგრამ ბარდაგი, შექმნა ხელისუფლებამ და პირველ რიგში, პროკურატურამ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


