მსოფლიო
ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტმა შედეგი გამოიღო - საფრანგეთის ხელისუფლება საწვავის ფასის გაზრდას აღარ აპირებს
საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გადაწყვეტილების შეჩერებას აპირებს, - ამის შესახებ სამთავრობო წყარომ სააგენტო Reuters-ს აუწყა.
წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი ამის შესახებ დღეს განაცხადებს.
მთავრობამ საწვავზე ფასების გაზრდის გადაწყვეტილება გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო.
ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები 17 ნოემბრიდან დაიწყო. გამოსვლები გადაიზარდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხებად. საზოგადოების ნაწილი მაკრონს საფრანგეთის მდიდარი ფენის სასარგებლოდ მიმართულ პოლიტიკაში ადანაშაულებს.
საპროტესტო გამოსვლების დროს სამი ადამიანი დაიღუპა. წინა შაბათს პარიზში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებმა პარიზის ცენტრალური ნაწილიც გადაკეტეს.
საპროტესტო მოძრაობას „ყვითელი ჟილეტები“ დაარქვეს, რადგან დემონსტრანტებს ყვითელი ფერის ტანსაცმელი აცვიათ. საფრანგეთის კანონმდებლობით, ყვითელი ჟილეტები ყველა სატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს. მოძრაობა სოციალური ქსელის მეშვეობით ჩამოყალიბდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


