კომენტარი
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა.
როგორც ბურჯანაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონები მხარს მუდამ სახელისუფლებო გუნდს უჭერდა.
„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა. დასამალი არაა, რა თქმა უნდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონები მუდამ მხარს უჭერდა სახელისუფლებო გუნდს და დისბალანსი ამ უბნებში, სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის მუდამ არსებობდა. მაგრამ, ეს იყო დისბალანსი და არა პირდაპირი ბრძანება, რომ ბურჯანაძემ არც ერთი ხმა არ უნდა აიღოს რაიონიდან.
ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის მთელი რიგი უბნებია დატერორებული და ნული ხმა გვიწერია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უმეტესობა ოპოზიციურ პარტიებს. მარნეულში პრაქტიკულად ყველა უბანზე აბსოლუტური ნული ყველა ოპოზიციურ პარტიას და წამოღებული ხმები ასი პროცენტით მხოლოდ ხელისუფლებას.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რაც მოხდა აჭარაში, ვინაიდან ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ აჭარაში ტრადიციულად გვქონდა განსაკუთრებული“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


