მსოფლიო
ესტონეთში არჩევნებზე ტელეფონის საშუალებით ხმის მიცემის სპეციალური აპლიკაციის ტესტირებას ჩაატარებენ
ესტონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემების დეპარტამენტი (RIA) და საარჩევნო სამსახური მიმდინარე კვირაში ელექტრონული ხმის მიცემისთვის განკუთვნილ მობილურ აპლიკაციას გამოსცდიან.
ტესტირება 20-22 მაისს ჩატარდება და მიზნად ისახავს აპლიკაციის ტექნიკური შესაძლებლობების შეფასებას. შედეგების საფუძველზე საარჩევნო სამსახური გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა მობილური ტელეფონის გამოყენება როგორც ელექტრონული ხმის მიცემის არხი.
მობილური ხმის მიცემის სამართლებრივი საფუძველი 2024 წელს მიღებული საარჩევნო კანონის ცვლილებებით შეიქმნა. ტესტირების შემდეგ რესპუბლიკური საარჩევნო კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, გამოიყენება თუ არა აპლიკაცია რეალურ არჩევნებზე.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა ესტონეთის მცხოვრებს 15 წლის ზემოთ. ამისათვის საჭირო იქნება პირადობის ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალება და iOS ან Android სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონი. იდენტიფიკაცია და ელექტრონული ხელმოწერა შესაძლებელი იქნება ID-ბარათის, Mobiil-ID-ს ან Smart-ID-ს გამოყენებით.
ტესტური ხმის მიცემის შემდეგ, მომხმარებელს აპლიკაციის მოხმარების კომფორტზე გამოხმაურების ფორმის შევსება შესთავაზება.
ხმის მიცემის მობილური აპლიკაციის პროტოტიპი ხელმისაწვდომი იქნება ვებსაიტზე www.valimised.ee — 20 მაისს 09:00 საათიდან 22 მაისის 20:00 საათამდე.
აპლიკაციის შექმნა 2022 წელს დაიწყო. 2024 წლის მაისში კი, ესტონეთის ეროვნულმა პარლამენტმა საარჩევნო კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც რესპუბლიკურ საარჩევნო კომისიას ტექნიკური გადაწყვეტილებების შესაფასებლად დამატებითი უფლებამოსილებით უზრუნველყოფს.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


