მსოფლიო
ესპანეთის პროკურატურა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას აპირებს
ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა ევროპული ორდერი კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლეს პუიჩდემონის დასაკავებლად.
ამჟამად რეგიონის ექს-პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფება.
გარდა ამისა ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ კატალონიის 9 მინისტრიდან, რომლებიც წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, 8 დააპატიმრა.
დაპატიმრებულებს ადანაშაულებენ ამბოხის მოწყობასა და სახელმწიფო რესურსების გაფლანგვაში.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მისაცემად არ გამოცხადებულან პუიჩდემონი და კატალონიის დათხოვნილი მთავრობის 4 მინისტრი.
შეგახსენებთ, ორშაბათს ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია კატალონია. წინა კვირას ადგილობრივმა მთავრობამ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


