კომენტარი
ესაა უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან - სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე
საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვსიტოს ომის დაწყებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ამის შესახებ მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კითხვაზე, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო „გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან“.
„თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია იმის, თუ რა მოხდა, მაშინ მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას: როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ დროს, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა. იმ დროს, როცა საქართველო იყო გაფრთხილებული, თავისი ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა, როცა შენ დახმარების იმედი არ გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ შენ სიურპრიზით იმოქმედო, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან.
ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზედაც ანალიტიკოსები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ, და ეს სიძულვილი, რაც არის ქვეყანაში, რაზედაც ჩემზეც წამოვიდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს სიტუაცია, სწორედ ერთად დგომით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, ზურაბიშვილმა 2 დღის წინ, საკუთარ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციები, რომლებზეც მაშინ გვაფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, პროვოკაციებს არ ავყვები. როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“, -თქვა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


