კომენტარი
ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს და სამართალდაცველები უნდა დაინტერესდნენ - მიხეილ დუნდუა
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ლართან მიმართებაში მიმდინარე პროცესებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამციროს კომერციულ ბანკებზე გასაცემი სესხი.
„მილიარდს როცა აჭარბებს კომერციული ბანკების მიმართ სესხის მიწოდება, ეს მცდარი ნაბიჯია, ან უნდა გაიყიდოს დოლარი ან შეამციროს სესხები, ცალი ხელით როცა იქნევ ნიჩაბს, ნავი ერთ ადგილას რჩება.
ის, რაც გუშინ მოხდა, არის სირცხვილი. ეს იყო ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ გუშინ ეს არ იყო ნორმალური პროცესი. ეს იყო კრიზისის გათამაშება იმ ბანკების მხრიდან, ვინც თანხას აწვდიან სავალუტო ჯიხურებს.
ის რაც გააკეთეს უმსხვილესმა მოთამაშეებმა გუშინ, ამის გამო უმწვავესად და უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რაც გაკეთდა, ეს იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს და სამართალდაცველები უნდა დაინტერესდნენ “, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კომერციულ ბანკებსა და სავალუტი ჯიხურებში დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითმა კურსმა რამდენიმე საათში 2,70-ს გადააჭარბა. ამ დროისათვის, კი ერთი დოლარის შესაძენად 2,59 ლარია საჭირო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


