კომენტარი
ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა დეკანოზმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი - პროკურორი
ადვოკატების მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეუძლოდ გახდომასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, ე.წ. ციანიდის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ ბრალდებულმა დაკითხვის პროცესი ჩაშალა.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი ექიმებმა გასინჯეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია.
„გვქონდა ბევრი შეკითხვა, რომელზეც ველოდებოდით ამომწურავ პასუხს. ასე ვიყავთ შეთანხმებული ადვოკატებთან და თავად ბრალდებულთან. როგორც კი დავაპირებთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმა, რაც იგეგმებოდა დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ მიზეზად დაასახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამის ოქმები. ექიმებმა გასინჯეს ბრალდებული ორჯერ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში და მას თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება დაკითხვის პროცესში. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი,“ - განაცხადა პროკურორმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


