კომენტარი
ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა და ჩვენ ასეთი ჩანაწერების არაერთი მაგალითი გვახსოვს - კახა კალაძე
ჩანაწერები გაყალბებული და მიჭრილ-მოჭრილია და ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ,,ომეგა ჯგუფზე” ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას.
"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, როგორც სამხარაულმა, ასევე ლონდონის ერთ-ერთმა უძლიერესმა საექსპერტო ბიურომ დაასკვნა, რომ ეს არის გაყალბებული, ამოჭრილ-მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები, ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა და ჩვენ ასეთი ჩანაწერების არაერთი მაგალითი გვახსოვს. ვინ იყო ამის შემოქმედი საზოგადოებამ კარგად იცის", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება "ომეგას" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას, კალაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კი არავის დაუმალავს, გახარიამაც აღნიშნა, რომ შეხვედრა შედგა.
„ის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება, ხდება მხარდაჭერა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და მისი სწორად მუშაობა, ხალხის დასაქმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხდებოდა მხარდაჭერა ბიზნესის მიმართ და ეს მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა კალაძემ.
აქვე, დედაქალქის მერმა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ "ომეგას" საქმეში შესაძლო მონაწილეობაზე განაცხადა, რომ მან კონკრეტული დეტალები არ იცის.
"მე ეს დეტალები და კონკრეტული საქმეები არ ვიცი. თუ ვინმეს მიმართ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი, მტკიცებულება, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს",- განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


