კომენტარი
ეს მხარდაჭერა კარგად აჩვენებს თუ როგორ არის იზოლირებული რუსეთის ფედერაცია - მიხეილ ჯანელიძე
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და მისი ყოველწლიური განხილვა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 ანგარიშის შეფასებისას, რომელიც საქართველოში კონფლიქტებს შეეხება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მიესალმება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს.
„ეს მხარდაჭერა კარგად აჩვენებს თუ როგორ არის იზოლირებული რუსეთის ფედერაცია და მისი ყოველგვარი აგრესიული ქმედება შესაბამის სამართლებრივ შეფასებას ჰპოვებს შესაბამის ორგანიზაციებში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ასევე, ყველა ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ მოხსენებას, სადაც აღწერილია აბსოლუტურად ყველა ის ქმედება და დარღვევა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას და ასევე სხვა ქვეყნების განცხადებებს, რომელიც გმობს, რუსეთის ფედერაციის ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, მოუწოდებს მას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ასევე, ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. საქართველო გააგრძელებს თავის კონსტრუქციულ, სამშვიდობო პოლიტიკას, რათა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


