კომენტარი
ეს ყველაფერი საკმარისია პოლიტიკური სურათის შესაქმნელად, თუ ვის აწყობდა არეულობა - სოზარ სუბარი
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი ბათუმის არეულობის ორგანიზებაში ნაციონალური მოძრაობის კვალს ხედავს.
როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ,,ეს ყველაფერი ჯდება მათ ხელწერაში.’’
„როცა ლაპარაკია ბრალდებებზე, ნაციონალური მოძრაობის მიმართ არც ერთი ასეთი კონკრეტული ბრალდება არ ყოფილა. თუ ვლაპარაკობთ ზოგად სურათზე, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც არჩევნების წინ პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ, არეულობისკენ, გვახსოვს სატელეფონო ჩანაწერებიც, საჯარო გამოსვლებიც. ეს ყველაფერი ჯდება მათ ხელწერაში. ისიც კარგად უნდა გავიხსენოთ, იქ რომელი ლიდერები მონაწილეობდნენ, ვინ გეგმავდა მხარდამჭერ აქციებს თბილისში, ზუგდუდში, ქუთაისში თუ სხვაგან. ეს ყველაფერი საკმარისია პოლიტიკური სურათის შესაქმნელად, საკმარისია პოლიტიკური სახის გამოსავლენად, ვის აწყობდა ეს არეულობა, თუმცა სისხლის სამართლებრივ ბრალდებებამდე ამ ეტაპზე არ მიდის საქმე. ამას გამოაჩენს გამოძიება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


