კომენტარი
ეს ყველაფერი არის ნიღაბი, რომლის უკანაც მედიის წინააღმდეგ დიქტატორული დამოკიდებულება დგას - არჩილ გამზარდია
ტელეკომპანია ”იბერიას” ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის შესახებ აბსურდულია.
არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მედიაზე კონტროლის მოპოვებას ,,ქართული ოცნება“ სასამართლოს ან ფინანსური წყაროების გადაკეტვის გზით ცდილობს.
„როდესაც თავისუფალ ჟურნალისტებზე ლაპარაკობ, რომ შანტაჟის წარმმართველები არიან, რომლებიც უნდა დაისაჯონ, გამოდის, რომ ეს მუქარა პირდაპირ ეხება ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ჩვენი განცხადება გუშინ ღამე გავრცელდა და ის დილით დარწმუნებით ამტკიცებს და აძლევს მტკიცებით კვალიფიკაციას მოვლენებს. ერთ ღამეში რა ინფორმაცია შეიძლება გაიგოს პრემიერმა ისეთი, რომ დილით ამტკიცოს, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია. დღევანდელი ზეწოლის ხერხები მედიაზე გადის ცოტა სხვა ტექნოლოგიებზე, „ქართულმა ოცნებამ“ უფრო დახვეწა. ის გადის მართული სასამართლოს გზაზე, კანონით მანიპულირების გზაზე. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი ნიღაბი, რომლის უკანაც კონკრეტული დიქტატორული დამოკიდებულება დგას მედიის, თავისუფალი ადამიანების, თავისუფალი სპეციალისტების წინააღმდეგ,“- განაცხადა ტელეწამყვანმა, არჩილ გამზარდიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


