კომენტარი
ეს კანონმდებლობა მე არ მეხება - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმების შესახებ კანონპრექტთან დაკავშირებით
საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.
საუბარია ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების და კონპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის სურვილს უკავშირდება აღნიშნული ცვლილებები, რადგან მას სურს რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები, საკუთარი გარემოცვის დასასაქმებლად გაათავისუფლოს.
თავად სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ იდეა კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მას არ ეკუთვნის. მისივე თქმით, ჯერ არც ის აქვს გადაწყვეტილი, როგორ დააკომპლექტებს ადმინისტრაციას.
„ეს კანონმდებლობა მე არ მეხება. მე არ მაქვს მიღებული კანონი. კანონმდებელ ორგანოს ეხება ეს და იქ უნდა მიმართოთ თქვენი კითხვებით. მე ვინ რას აცხადებს არ ვიცი, მაგრამ კანონმდებელი ორგანო არ არის ჩემთან დაკავშირებული, არის დამოუკიდებელი. პრეზიდენტი სხვა რამე არის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ცალკე და მე არ მაქვს მიღებული ჯერ არანაირი გადაწყვეტილება ამის შესახებ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.
კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


