კომენტარი
ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ეს გამოვლინება ბოლო ჟამია - ლევან ხაბეიშვილი
ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ეს გამოვლინება ბოლო ჟამია, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირებას.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი მშვიდობიანი პროტესტით გასცეს.
„ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. მდინარაძე გახდა ახლა „რკინის ხელი“, ეს აბსოლუტური „ფაფაცუა“. დავალება მისცა - ახლა მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართო, ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ. ცხადია, შეთანხმებულ იყო, შეთანხმების გარეშე იქ „მილიციელები“ რომ იდგნენ, თავზე რომ დააფურთხეს, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ეს გამოვლინება ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს. ცხადია, პასუხი მშვიდობიანი უნდა იყოს. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე და 4 ოქტომბერს საერთოდ, თქვენ აღარ იქნებით",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


