კომენტარი
ეს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროპარლამენტის მხრიდან - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოს მიერ კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს Libe-ს კომიტეტის მიერ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის მხარდაჭერას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იმ პროცედურების განმარატვს, რომლის შედეგად, საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში.
,,ამით ეს პროცესი უკვე მივიდა საბოლოოდ ევროპარლამენტში კენჭისყრამდე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ძალიან მალე გაიმართება. სავარაუდოდ თებერვლის დასაწყისში და ეს საშუალებას მოგვცემს, საკითხი უკვე დასრულების სტადიაში გადავიდეს. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი უყრის კენჭს და ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროპარლამენტის მხრიდან, ის ფორმალურად იქნება დადასტურებული ევროპის კავშირის საბჭოს მინისტრების მიერ. მას შემდეგ, რაც ხელს მოაწერს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, იგი უკვე ოფიცილაყრად გამოქვეყნდება ევროკავშირის ჟურნალში. სავარაუდოდ, მას აქვს ამ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადა და ეს ის პერიოდია, როდესაც ის უნდა ამოქმედდეს. სავარაუდოდ, ეს პროცესი ამოქმედდება და საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ ევროკავშირში თავიუსფალი გადაადგილებით შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან ერად.
ჩვებ გვჯერა, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ გაივლის და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ ამ ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთით’’, - განაცხადა დავით ზალკალიანმა ტელეკომაპნია ,,იმედის’’ ეთერში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


