კომენტარი
ეს იყო საკმარისი მტკიცებულება, რომ გიორგი მამალაძესთვის ბრალის წაყენება მომხდარიყო - ნანა კაკაბაძე
უფლებადამცველის ნანა კაკაბაძის აზრით, ე.წ. „ციანიდის საქმის“ თუნდაც იმ ვიდეომასალის ნაწილის გამოქვეყნებით, რომელიც პროკურატურამ გუშინ წარადგინა, ცხადი ხდება, რომ საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყებისა და ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტიცებულება გააჩნდა.
ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც არსებობდა დააკმაყოფილა. გამოძიებამ, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ვიდეომასალის გასაჯაროება იყო საჭირო. ჩანაწერში ნაჩვენები იყო სწორედ ის ნაწილი, რაც ბრალში აქვს ასახული დეკანოზ გიორგი მამალაძეს. ალბათ, ლოგიკურად სწორედ ამიტომ მოხდა ბრალის წაყენების ეტაპზე, იმ მასალების გასაჯაროება, რომელიც მას საფუძვლად დაედო. საბოლოოდ, სასამართლო იტყვის თუ რამდენად არის მტკიცებულება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო დამნაშავე, თუ უდანაშაულო ამ საქმეში. მაგრამ, ჩვენ დღეს შეგვიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რომ ბრალის წაყენების ეტაპისთვის რამდენად იყო ეს მასალები საკმარისი, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო და პირს წაყენებოდა ბრალი. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ მომხდარიყო ბრალის წაყენება და დაწყებულიყო გამოძიება, ეს იყო საკმარისი ინფორმაცია“,-აღნიშნა კაკაბაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


