კომენტარი
ეს გაწვევები გადაქცეული არის იაფი მუშახელის ინსტრუმენტად, პირველ რიგში, სასჯელაღსრულებისათვის - დავით დარჩიაშვილი
ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარჩიაშვილი თავდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წვევამდელების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის თემას ეხებოდა.
,,ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პროგრამაში ეგ საკითხი ნათლად გადმოცემული, რომ დღეის პირობებით, ჯართან დაკავშირებული პრობლემატიკა ისე დგას, რომ ეს გაწვევები გადაქცეული არის იაფი მუშახელის ინსტრუმენტად პირველ რიგში სასჯელაღსრულებისათვის. ეს არ არის ნორმალური ვითარება.
ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ შეიძლება ტერიტორიული რეზერვის კომპონენტში იყოს გარკვეული რაღაც სავალდებულო ელემენტები, მაგრამ ეს სამსჯელოა’’, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
ცნობისათვის: წვევამდელების გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობის დროს მიიღეს. ხიდაშელის შესაბამისი ბრძანების თანახმად, თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად, აღარ გააკეთებს განაცხადს წვევამდელების გაწვევაზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


