კომენტარი
ეს გადაწყვეტილება არის ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. პლებისციტს არალეგიტიმურად აფასებს.
მინისტრის განმარტებით, ამ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ვერ ექნება ვერანაირი სამართლებრივი ძალა.
”ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ნებისმიერი აქტივობა, იქნება ეს ე.წ. რეფერენდუმი, პლებისციტი თუ არჩევნები, ისევე როგორც აქამდე ჩატარებული ანალოგიური პროცესები, ვერ განიხილება ლეგიტიმურად და ხალხის ნების გამოხატვად იმ პირობებში, როდესაც რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილი, ნაწილი კი გადახვეწილია. ამჟამად, ცხინვალის რეგიონში ფაქტობრივად, კონფლიქტამდე არსებული მოსახლეობის 80% აღარ ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება არის ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ შეაფასებს აღნიშნულს”, - განაცხადა ციხელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


