კომენტარი
ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ეკლესიისთვის - მეუფე პეტრე
სინოდის მიერ საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების შემდეგ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
მეუფე პეტრე ,,ერთსულოვნების’’ თანამშრომლების პატრიარქისადმი მიმართავს გამოეხმაურა, რომლითაც ისინი ილია მეორეს სინოდის გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ტელეკომპანიში დაბრუნებაზე უარს ამბობს.
,,მე რამდენიმე წლის წინ მქონდა თავად სურვილი, რომ ეპარქიისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო და უწმინდესს გავეთავისუფლებინე ტელევიზიიდან და მან ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, დღეს ჩათვალა საჭიროდ. მადლობა ღმერთს, მიმაჩნია, რომ ეპარქიას ბევრად უფრო ვჭირდები’’, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა და აქვე მის შემცვლელად გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.
მეუფე პეტრეს თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორი.
"ვერ დაგიდასტურებთ, მაგრა, ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება, თუ ასე მოხდა, ეკლესიისთვის,“ - განაცხადა მამა პეტრე ცაავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


