კომენტარი
ეს არის სპეცოპერაცია, მურუსიძის სიის გადასარჩენად - რომან გოცირიძე
სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად, - ასე ეხმიანება პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.
რომან გოცირიძე მოსამართლეთა სიის ჩაგდებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.
დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის არცერთი წევრი არ გამორიცხავს, რომ წარდგენილი სიიდან რომელიმე მოსამართლე მომავალში კვლავ უვადოდ გამსამწესებელ კანდიდატთა რიგებში მოხვდეს.
„ეს არის შემოვლითი გზით ამ სიის ან მისი ნაწილის გათრევა პარლამენტში. ახლა მიმდინარეობს თვალის ახვევა, ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც შეიძლება, დავახასიათოთ ასე - სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად. ვერ შემოვიდნენ კარებიდან, ახლა უნდათ შემოაძვრინონ ფანჯრიდან. უნდათ, ვითარება დროებით განმუხტონ. შეიძლება, ეს სია გაიწვიონ, პარლამენტმა ფორმალურად ჩააგდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არ ამბობს მმართველი უმრავლესობა, რომ ამ სიის ყველა წევრი, ათივე, არ იქნება არასდროს წარმოდგენლი პარლამენტში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


