კომენტარი
ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის - ანა ნაცვლიშვილი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეხმაურება, და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე.
,,დღევანდელი კანონმდებლობით სახლემწიფო კანონით არის ვალდებული უზრუნველყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება სპეციალური დაცვის სამსახურის მეშვეობით, მაგრამ ახლა მომზადდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის ეს გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო ეს იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე.
ეს ცვლილება არის პრინციპულად არასწორი, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი მთავრსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები და ასევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


