უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

2 ნოემბერი, 2018 17:25
font-size

ეს არის ის ხაზარაძე და საბანკო მევახშეური მაფია, რომელმაც საქართველო აქცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი დავალიანების ქვეყნად - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს თანამშრომელთა ზეწოლაში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს.

სააკაშვილის თქმით, ხაზარაძეს არ აქვს უფლება ისაუბროს იმ ადამიანების სახელით, ვინც მისი ბიზნესის წარმომადგენელია.

„6 წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის, საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის თიბისი, აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცვას საქართველოს, მათ ერთი მილიონი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშეური ქმედებებით. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, საქართველო სასამართლოს რეფორმების გზით, დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნის გზით, დაცული იქნება თითოეული ბიზნესი, დაცული იქნება ყველა მესაკუთრის უფლება. სწორედ ის და უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილთან ერთად ატერორებდა და ძარცვავდა ომეგა ჯგუფს და ბატონ ოქუაშვილს, ისევე როგორც უამრავ სხვა ბიზნესს, სადაც მოიპოვეს ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, შემდეგ მოუჭირეს ხელი, გააკოტრეს, გაანადგურეს და ჩაიდეს ჯიბეში. ეს არის ხალხი, ვინც საზოგადოების 67% დააკაბალა წარმოუდგენელი საურავებით და პროცენტებით, ეს არის ის ხალხი, ეს არის ის ხაზარაძე და საბანკო მევახშეური მაფია, რომელმაც საქართველო აქცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი დავალიანების ქვეყნად, დიდი სიღარიბის ფონზე, ეს არის ის ხალხი, ვისაც ყოველ წელიწადს საქართველოს ბიუჯეტიდან, ხალხის ჯიბიდან მიაქვს 237 მილიონი ლარი სახელმწიფო ვალის საურავების მომსახურებაზე, ე.ი. თითოეულ ქართველს ართმევენ ამდენ ფულს. ამათ ეშინიათ, რომ ივანიშვილის მოშორებასთან ერთად, ისინი ვერ გაძარცვავენ ძველებურად ქართველ ხალხს, მათ ეშინიათ, რომ ეს ბაირამობა თითოეული ქართველის გაღატაკების, გაუბედურების ხარჯზე აღარ გაგრძელდება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა TBC ბანკის თანამშრომლებს მიმართა.

„ხაზარაძე რატომღაც ლაპარაკობს თავისი ათასობით თანამშრომლის სახელით, მისი ბანკის დირექტორი კი იღებს 15 მილიონ ლარს ხელფასს, მაგრამ მისი თანამშრომლები იღებენ რამდენიმე ასეულ ლარს, კაპიკებად ამუშავებს მონებივით და კიდევ აქვს თავხედობა, ილაპარაკოს, რომ მათ უნდა მისცენ ხმა ისე, როგორც ის ეტყვის. ეს ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე, ვაპირებ, რომ მივმართო ლონდონის ბირჟის წარმომადგენლობას, ფინანსური სანქციები მიიღოს ხაზარაძის მიმართ. ეს საერთაშორისო ბიზნესის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება, საკუთარი თანამშრომლების საკუთარი პოლიტიკურ მონებად და საკუთარი მიზნებისთვის განხილვა. დიდ პატივს ვცემ თიბისი ბანკის თანამშრომლებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა მათგანმა მისცა ხმა ცვლილებას და ამ განცხადების შემდეგ კიდევ მეტად მისცემენ ხმას განახლებას, ნამდვილ ბიზნესს, ნამდვილ განვითარებას,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი